5-7 ოქტომბერს ქართული კარიკატურის ფესტივალი მეორედ ჩატარდება

5-7 ოქტომბერს საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არასამთავრობო ორგანიზაცია ART&SOCIETY შალვა ქიქოძის სახელობის ქართული კარიკატურის ფესტივალს უკვე მეორედ უმასპინძლებს.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები და ლექციები ქართული კარიკატურის ჟანრის, მისი განვითარებისა და მნიშვნელობის შესახებ.

მასტერკლასებს გამართავენ ქართველი და უცხოელი კარიკატურისტები, რომლებიც ქართველ შემოქმედებთან ერთად, კარიკატურის ჟანრთან დაკავშირებით, თავიანთი ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრებენ.

ფესტივალი დღეს 11 საათზე გაიხსნა ლექციით ქართული კარიკატურის ისტორია – მომხსენებლები იყვნენ ირინე აბესაძე და სალომე ჭანტურიძე.

12:00, 13:00 და 14:00 საათზე მასტერკლასი ჩაატარეს  ვალენტინ ჩიბრიტმა, მენექსე კამმა და ზაალ სულაკაურმა. დანარჩენი 2 დღის განრიგი კი ასეთი გახლავთ:

6 ოქტომბერი

11:00 – ვალენტინ ჩიბრიტის მასტერკლასი

12:00 – მენექსე კამის მასტერკლასი

13:00 – კემოს მასტერკლასი

7 ოქტომბერი

ფესტივალის დახურვა – მასტერკლასების დროს შექმნილი ნამუშევრების გამოფენა, შალვა ქიქოძის პრემიის გადაცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები