სიღნაღის მუზეუმში ისრაელელი არტისტების შემოქმედებითი ჯგუფის “ახალი ბარბიზონის” გამოფენა გაიხსნა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ქ. სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიხსნა ისრაელელი არტისტების შემოქმედებითი ჯგუფის “ახალი ბარბიზონის” გამოფენა: ინდივიდუალურად კოლექტიური.

“ექსპოზიცია წარმოგვიდგენს ისრაელის თანამედროვე ხელოვანთა შემოქმედებას. აღნიშნული ნამუშევრები ხელოვნების მოყვარულებს საქართველოში მისცემს შესაძლებლობას უკეთ გაიცნონ ისრაელის თანამედროვე ხელოვნების მიმდინარე ტენდენციები. ისრაელის ხელოვნება, ისევე როგორც მისი საზოგადოება, მრავალმხრივი და მულტიკულტურულია. აღნიშნული ნამუშევრების სიღნაღის მუზეუმში გამოფენა დიდი პატივია.

ისრაელის საელჩო მომავალშიც გააგრძელებს იმ სახელოვნებო პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენი ქვეყნების საზოგადოებას”, – ნათქვამია ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები