„ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი“ ევროპულ ისტორიული ბაღების მარშრუტების ასოციაციის წევრად  აირჩიეს

ბუდაპეშტში, „ისტორიული ბაღების ევროპული მარშრუტის“ მეხუთე წლიური ფორუმი ჩატარდა, რომელსაც  პარტნიორმა ორგანიზაციამ – უნგრული ბაღების მემკვიდრეობის ფონდმა უმასპინძლა.

გენერალურ სესიას 13 ქვეყნის 70-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

შეხვედრის  მთავარი ნაწილი ეძღვნებოდა ისტორიულ ბაღებსა და ლიტერატურას, ხოლო მეორე ნაწილში კი ისტორიული ბაღების წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა,  აუდიტორიისთვის გაეზიარებინათ  თავიანთი მოსაზრებები,  ბაღების მართვასთან დაკავშირებით.

ა(ა)იპ „ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი“, ინდივიდუალურად,  ევროპულ ისტორიული ბაღების მარშრუტების ასოციაციის წევრად  აირჩიეს.

ახალ პარტნიორებთან ერთად,  ევროპული ისტორიული ბაღები მთლიანობაში ითვლის 27 წევრს, რომლებიც წარმოდგენილია ათი ევროპული ქვეყნის 41 ბაღით.

ფორუმი  ოფიციალური შეხვედრების გარდა მოიცავდა შემეცნებითი ხასიათის აქტივობებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები