ალიკანტეს საკვირაო სკოლაში ახალი სასწავლო წელი იწყება

15 ოქტომბრიდან ალიკანტეს საკვირაო სკოლა სასწავლო წელს განაახლებს.

სკოლაში, როგორც ყოველთვის, დაგხვდებათ თბილი, მზრუნველი და ყურადღებიანი გარემო, რომელიც მიმართულია ბავშვების ჯანსაღი განვითარებისა და აუცილებელი უნარ-ჩვევების, საჭირო ცოდნის შეძენისკენ.

„ველით ყველას, ვისაც სურს ფესვები შენარჩუნება სამშობლოსთან – ჩვენს სკოლაში ისწავლება ქართული ენა და ლიტერატურა და ჩვენი სამშობლოს ისტორია.

ასევე ვიწყებთ მიღებას ქართული ცეკვის სტუდიაში, ბავშვები შეისწავლიან ქართულ ცეკვებს და აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში, სადაც საცეკვაო ნომრებით წარდგებიან ქართველი და უცხოელი მაყურებლის წინაშე.

ქართული საკვირაო სკოლა გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ულევ წარმატებებს გისურვებთ!”, – ნათქვამია Cultura Diaspora Georgiana-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები