კონსერვატორიის სტუდენტებისათვის გაკვეთილებს საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრები ჩაატარებენ

ტრადიციულად, პიანისტთა თბილისის საერთაშორისო  კონკურსის  ფარგლებში კონსერვატორიის სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჟიურიში მოწვეული გამოჩენილი მუსიკოსები და პედაგოგები ჩაატარებენ.

წელს, კონსერვატორიის სტუდენტებისათვის გაკვეთილებს ჩაატარებენ:

  • დინა იოფე (გერმანია/ისრაელი),
  • პაველ ნერსესიანი (აშშ),
  • ანდრეა ბონატა (იტალია),
  • პიოტრ პალეჩნი (პოლონეთი).

მასტერკლასები გაიმართება კონსერვატორიის მცირე დარბაზში 9 და 10 ოქტომბერს, 11:00 – 13:00 საათზე.

დასწრება თავისუფალია

შეგახსენეთ, რომ პიანისტთა თბილისის მეშვიდე საერთაშორისო  კონკურსი მიმდინარეობს კონსერვატორიის დიდ დარბაზში  1 -დან 11 ოქტომბრის ჩათვლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები