გოეთეს ინსტიტუტში გულაგის პატიმარი მამების წერილების გამოფენა გაიმართება

7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (Sovlab) და საერთაშორისო მემორიალის (ორგანიზაცია ლიკვიდირებულია რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს მიერ) ერთობლივი გამოფენა – მამის წერილები და პანელური დისკუსია.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება გულაგის პატიმარი მამების წერილები შვილებისადმი, სადაც ასახულია სტალინური პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა პირადი ტრაგედიები, ბრძოლა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების შესანარჩუნებლად და ამ ღირებულებების მომავალი თაობებისთვის გადაცემა.

გამოფენის მიზანია საბჭოთა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა მეხსიერების აქტუალიზაცია, ამ პროცესში საოჯახო დოკუმენტების, როგორც უნიკალური წყაროების მნიშვნელობის, წინ წამოწევა და საბჭოთა წარსულის გააზრების შესახებ დისკუსიის ინიცირება.

გამოფენის წარმდგენები:

🔘 ბარბარა ფონ მიუნჰაუზენი, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი

🔘 ირაკლი ხვადაგიანი, Sovlab-ის გამგეობის თავმჯდომარე

🔘 ელენა ჟემკოვა, საერთაშორისო მემორიალის აღმასრულებელი დირექტორი (ორგანიზაცია ლიკვიდირებულია რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს მიერ)

🔘 მისი აღმატებულება ჰეიდი გრაუ, შვეიცარიის ელჩი საქართველოში

🔘 ირინა ოსტროვსკაია, გამოფენის კურატორი, საერთაშორისო მემორიალი (ორგანიზაცია ლიკვიდირებულია რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს მიერ)

გახსნის ცერემონიას მოჰყვება დისკუსია საბჭოთა ტოტალიტარიზმისა და მისი დანაშაულების მეხსიერების შენარჩუნების მნიშვნელობისა და კრემლის მიერ საბჭოთა წარსულის საინფორმაციო ომში იარაღად გამოყენების შესახებ უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს ელენა ჟემკოვა, საერთაშორისო მემორიალის აღმასრულებელი დირექტორი, (ორგანიზაცია ლიკვიდირებულია რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს მიერ) ირაკლი ხვადაგიანი (Sovlab) და გიორგი კანდელაკი (Sovlab).

დისკუსიის მოდერატორი იქნება ენდრიუ ნორთი, ბრიტანელი ჟურნალისტი, მწერალი და BBC-ის ყოფილი კორესპონდენტი.

ამ ღონისძიებაზე, რომელსაც მხარს უჭერს შვეიცარიის საელჩო საქართველოში და გოეთეს ინსტიტუტი, შესაძლებლობა იქნება, გამოხატოთ თანადგომა საერთაშორისო მემორიალისადმი, რომელსაც რუსეთის მთავრობა სულ უფრო მეტად დევნის, აუქმებს

მის სტატუს და ართმევს ოფისს და განადგურებით ემუქრება მემორიალის უნიკალურ არქივს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები