ქართული ფილმების მე-6 ფესტივალის ფარგლებში ნონა გაფრინდაშვილის მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა

30 სექტემბრიდან – 5 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და ბრიტანულ-ქართული საზოგადოებისა და „Life Through Cinema“ ორგანიზებით, “Cine Lumiere”-ში ქართული ფილმების მე-6 ფესტივალი იმართება.

ფესტივალის ფარგლებში, საელჩოს ორგანიზებით და ლეგენდარული მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა, სადაც  ნონა გაფრინდაშვილმა ისაუბრა მისი წარმატებული კარიერის, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ, რის შემდეგაც გაიმართა დოკუმენტური ფილმის “დიდება დედოფალს” ჩვენება. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, დიასპორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

ვიზიტის დროს, ნონა გაფრინდაშვილი და ელჩი სოფიო ქაცარავა ასევე ეწვივნენ ბრიტანეთის მუზეუმს და დაათვალიერეს ქართული ოქროს ჯვარი და ყელსაბამი, რომელიც ქართველებმა საჩუქრად გადასცეს ბრიტანელ დიპლომატს და გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოში სერ ოლივერ უორდროპს და უნიკალური ჭადრაკის ფიგურები (The Lewis Chessmen), რომელიც 1831 წელს აღმოჩენილ იქნა “ლუისის კუნძულზე” შოტლანდიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები