ქართული რთველი ლევილის მამულში

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, კვირას, 16  ოქტომბერს(ცუდი ამინდის შემთხვევაში ღონისძიება გადაიდება 23 ოქტომბერს)  დღის 13:00 საათზე, ლევილის მამულში, ქართულ რთველი ჩატარდება.

„ჩვენ შევეცდებით ცოტა ხნით მაინც გამოგზაუროთ საკუთარ სამშობლოში. 🇬🇪 თქვენს შვილებს ვაჩვენოთ ჩვენი ქვეყნის ტრადიციები და კულტურა. დანარჩენს ყველაფერს ეს აფიშა ამბობს.

P.S ვისაც გაქვთ სურვილი მონაწილეობა მიიღოთ ამ ღონისძიებაში და თქვენი წვლილი შეიტანოთ, გამოფინოთ თქვენი ნამუშევრები, ან უბრალოდ  გაგვიზიაროთ იდეები, მოგვწერეთ პირადში ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე:+33620951562.

(იმედი მაქვს ამინდი გაგვიმართლებს).

არ გამოტოვოთ, ძალიან ლამაზი და რთველივით დახუნძლული დღე გელით.

სიყვარულით, მამა ანტონი”, – ნათქვამია საფრანგეთში წმ. თამარ მეფის ტაძარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები