ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი დასრულდა. ფესტივალის დაჯილდოების ცერემონია კინოთეატრ  ” საქართველოში ” გაიმართა.

ფესტივალის მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში „ოქროს დინოზავრის” პრიზი საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის გადაეცა “I Didn’t Make It To Love Her”, ესპანეთი.

„ოქროს დინოზავრის“ პრიზი საუკეთესო რეჟისურაში გადაეცა სანდრო სულაძეს, ფილმისთვის “გუშაგები”,  საქართველო.

ჟიურის თავმჯდომარის სპეციალური პრიზი გადაეცა ფილმს   “Batic’s Room”, უკრაინა.

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა საუკეთესო შესრულებისთვის დაიმსახურა ზარა მოლაემ, ფილმისთვის ‘’Report On A Termination“, ირანი.

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა საუკეთესო სცენარისთვის დაიმსახურა ქსავიე დისკუვემ, ფილმისთვის ‘’Little Prodigy“, ბელგია.

ფესტივალის დოკუმენტური ფილმების კონკურსში, “ოქროს დინოზავრის” პრიზი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის გადაეცა ფილმს ‘’No  Body and the Blue Sky“, გერმანია.

“ოქროს დინოზავრის“ პრიზი მეორე ადგილისთვის გადაეცა ფილმს “Nobody Owns Me”, საფრანგეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები