მაგდალენა კუნი კონსერვატორიასა და სემინარიაში მასტერკლასს ჩაატარებს

3 -დან 8 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ჰოლანდიელი ფლეიტისტი, პროფესორი მაგდალენა კუნი   კონსერვატორიასა და სემინარიაში მასტერკლასს ჩაატარებს.

მაგდალენა კუნი ერთდროულად ორ პროფესიას ფლობს – ფლეიტისტისა და კოპტოლოგის. ფლეიტაზე დაკვრას ის ჯერ ბერნში, ხოლო მოგვიანებით პარიზში, ცნობილ ფლეიტისტ რენე ლე როისთან ეუფლებოდა. როგორც ფლეიტის პედაგოგი, მაგდალენა კუნი ბერნისა და ამჰემის აკადემიებში მოღვაწეობდა. მრავალი წლის მანძილზე ის ჰოლანდიის რადიოს სიმფონიური ორკესტრის წევრი იყო. ცნობილ გიტარისტ, ჯულიან კოკოსთან ერთად მას რამდენიმე კომპაქტდისკი და პროგრამა აქვს ჩაწერილი რადიოსა და ტელევიზიისთვის. ის მრავალი კონცერტის მონაწილეა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები