ბრაზილიაში ქართული კინოს რეტროსპექტივა გაიმართება

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, 29 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, ბრაზილიაში, ონლაინ პლატფორმაზე  Belas Artes À LA CARTE გაიმართება ქართული კინოს რეტროსპექტივა სახელწოდებით: „მსოფლიოს გარშემო – საქართველო“.

მათი თქმით, რეტროსპექტივის ფოკუსში გამორჩეული ქართველი რეჟისორის – ელდარ შენგელაიას შემოქმედებაა. ბრაზილიელი მაყურებელი მის ორ ფილმს „შერეკილებს“ და „თეთრ ქარავანს“ იხილავს. ასევე, მაყურებელი გაეცნობა საინტერესო ისტორიებს კინორეჟისორის შემოქმედებითი ბიოგრაფიიდან.

ელდარ შენგელაიას ფილმებთან ერთად, რეტროსპექტივის პროგრამაშია:

 „პირველი მერცხალი“- რეჟისორი ნანა მჭედლიძე

 „გაიღიმეთ“ – რეჟისორი რუსუდან ჭყონია

 „უარყოფითი რიცხვები“ – რეჟისორი უტა ბერია

„შემთხვევითი პაემნები“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი

 „სიმინდის კუნძული“ – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი

აღსანიშნავია, რომ ქართული ფილმების ონლაინ პლატფორმაზე განთავსებამდე 2 დღით ადრე, რეტროსპექტივას გახსნის რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი“. ფილმის ჩვენება შედგება ქალაქ სან-პაულუში, კინოთეატრში „Belas Artes“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები