ლისაბონში კონფერენცია “წმინდა ქეთევან დედოფალი და საქართველო-პორტუგალიის ისტორიულ-დიპლომატიური ურთიერთობები” გაიმართ

26-27 სექტემბერს, ქ. ლისაბონში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “წმინდა ქეთევან დედოფალი და საქართველო-პორტუგალიის ისტორიულ – დიპლომატიური ურთიერთობები” გაიმართა.

კონფერენცია ორგანიზებული იყო პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ, კამოეშის ენისა და თანამშრომლობის ინსტიტუტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლისაბონის უნივერსიტეტის მხარდაჭერით და იგი  საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს მიეძღვნა.

კონფერენციის მთავარ თემა იყო ქ. ლისაბონში, გრასას მონასტერში არსებული წმინდა ქეთევან დედოფლის აზულეჟუს იკონოგრაფიული პანოს განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ისტორიისთვის და ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირების კვლევისათვის. კონფერენციაში ქართველი და პორტუგალიელი კულტუროლოგები და ხელოვნებათმცოდნეები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის ფარგლებში ვიზიტები ქ. ლისაბონში მდებარე აზულეჟუს მუზეუმში და გრასას მონასტერში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები