ზაურ დვალაშვილმა მსოფლიო სტუდენტურ ჩემპიონატში ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტი ზაურ დვალაშვილი „საბრძოლო სპორტში მსოფლიო სტუდენტური ჩემპიონატის“ ვერცხლის პრიზიორი და შესაბამისად, ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ზაურ დვალაშვილმა თურქეთის ქალაქ სამსუნში მიმდინარე მსოფლიო სტუდენტურ ჩემპიონატში, სამბოს სახეობაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით იასპარეზა და 88 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

„საბრძოლო სპორტში მსოფლიო სტუდენტური ჩემპიონატი“, რომელიც ქალაქ სამსუნში (თურქეთი) მიმდინარეობს, 30 სექტემბერს დასრულდება. საერთაშორისო სტუდენტური ტურნირი მსოფლიო საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის (FISU) ორგანიზებით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები