გენერალურ საკონსულოში ქართული ხელნაწერებისა და დამწერლობის გამოფენა გაიმართა

საქართველოს გენერალური საკონსულოს, ქართული მემკვიდრეობის ფონდისა და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით, გენერალურ საკონსულოში ქართული ხელნაწერებისა და დამწერლობის გამოფენა გაიმართა.

გამოფენას, ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ სან-ფრანცისკოში აკრედიტებული გენერალური საკონსულოების წარმომადგენლები, ადგილობრივი სახელმწიფო უწყებების წევრები, კალიფორნიის საგანმანათლებლო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა პირადად გაცნობოდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ რამდენიმე უნიკალურ ქართულ ხელნაწერს და მოესმინა ცენტრის წარმომადგენლის, ზურაბ სამარღანიშვილის პრეზენტაცია ქართული ხელნაწერების ისტორიაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები