ქართველი ქალები ჩადრის წინააღმდეგ

1929 წლის იანვარში აჭარაში მაზრის ცენტრში, ხულოელმა ქალმა – ფემბე ხოზრევანიძემ სახალხოდ მოიხადა ჩადრი. „ამ განათლებულ ქვეყანაში ჩადრი რად მინდაო“, – თქვა და მეზობლების თვალწინ დაწვა. ამავე წლიდან დაიწყო ქალთა აჯანყება, რელიგიური ორგანიზაციების დავალებით ცემით მოკლული იქნა ჩადრის მოწინააღმდეგე უამრავი ქალი.

8 თებერვალს ბათუმის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში საქართველოს მაჰმადიან ქართველ ქალთა პირველი ყრილობა გაიმართა. ყრილობას 447 ქალი დელეგატი დაესწრო, აქედან 380 აჭარელი ქალი იყო. ქალები ყრილობაზე სიტყვით გამოდიოდნენ. ყრილობის ბოლოს ოცდაათამდე ქალი სცენაზე ასულა და ერთხმად დაუყვირია: „გაუმარჯოს ქალთა თავისუფლებას, ძირს ჩადრი“, – ამ სიტყვებზე ყველა მათგანმა მოიხადა ჩადრი, სცენის იატაკზე დაყარეს და ცეცხლი წაუკიდეს. ჩადრის დაწვას დარბაზიდან მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

📷 ისტორია – მარიამ ნინიძე

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები