ორი ოქრო და ორი ბრინჯაო – პიზის მსოფლიო თასზე პარამოფარიკავეების ტრიუმფი გრძელდება

ოთხი მედალი ორ დღეში – პიზის მსოფლიო თასზე პარამოფარიკავეების ტრიუმფი გრძელდება.

რაპირით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ფინალურ დაპირისპირებაში ამერიკელი ელენ გედესი 15:10 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ნინა თიბილაშვილმა რაპირით ფარიკაობაში, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ფრანგ ბრიანა ვიდესს მოუგო ანგარიშით 12:7, ნახევარფინალში შეხვედრა დათმო უნგრელ ჟუჟანა კრაჟნიაკთან და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ხმლით ფარიკაობაში 2 მედალი მოიპოვა – ირმა ხეცურიანმა ნახევარფინალში სამხრეთ კორეელი პარასპორტსმენი ჩოო​ ანგარიშით 15:14 დაამარცხა, ფინალში კი იტალიელ პასკუინოს 15:9 მოუგო და პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ნინა თიბილაშვილმა​ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში პოლონელ ფრიდრიხს დაძაბულ დაპირისპირებაში 15:14 სძლია და შეჯიბრზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები