ფილმის პროექტმა Blueberry Dreams სოფიას დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ფიჩინგის ფორუმზე კინოგაყიდვების აგენტის Lightdox მიერ დაწესებული ჯილდო მიიღო

“Parachute Films”-ის ინფორმაციით, დოკუმენტური ფილმის პროექტმა Blueberry Dreams (რეჟისორი: ელენე მიქაბერიძე, პროდიუსერი: ელენე მარგველაშვილი) სოფიას დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ფიჩინგის ფორუმზე კინოგაყიდვების აგენტის Lightdox მიერ დაწესებული ჯილდო მიიღო!

პროექტი ქართულ – ფრანგულ – ბელგიური თანაწარმოებაა, რომელსაც მხარს უჭერს ეროვნული კინოცენტრი და ამჟამად წარმოების ეტაპზე იმყოფება.

სოფიას ფიჩინგ ფორუმზე პროექტი Balkan Documentary Center Discoveries პროგრამის ფარგლებში იყო წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები