სეულში ქართული ღვინისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში, ქართული ღვინისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას 140 სტუმარი დაესწრო, რომელთა შორის იყვნენ მეღვინეობის დარგის ადგილობრივი ექსპერტები, მედიის წარმომადგენლები, იმპორტიორები და ინფლუენსერები.

ღონისძიების ფარგლებში,  ქართული ღვინის პროფესიული მასტერკლასი და პრეზენტაცია გაიმართა. კორეის ბაზარზე მსგავსი მასშტაბის ღონისძიება, რომელიც მიმართულია ქართული ღვინისა და მეღვინეობის უნიკალური ისტორიისა და კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლებისკენ, ჯერ არ განხორციელებულა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 21 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები.

ქ.სეულში, ქართული ღვინისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Wine 21″ ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. „Wine21” კორეის რესპუბლიკაში ღვინის ყველაზე მსხვილი ონლაინ პორტალია, რომელიც შექმნილია დარგის ექსპერტების მიერ და  მომხმარებლებს სთავაზობს ამომწურავ ინფორმაციას კორეის ბაზარზე არსებული ღვინოების შესახებ. კომპანია ასევე ახორციელებს PR  და მარკეტინგულ საქმიანობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები