საქართველოში საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალი – Tbilisi Gastro Week ჩატარდება

26 სექტემბრიდან, 2 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში პირველად, საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალი – Tbilisi Gastro Week ჩატარდება.

კვირეულის ფარგლებში მსოფლიოში გამორჩეული, მიშლენის მიერ აღიარებული შეფები ქართველ საუკეთესო შეფებთან ერთად გვიმასპინძლებენ.

საქართველოს ეწვევიან: ჟოაო ოლივეირა – პორტუგალია, 1 მიშლენის ვარსკვლავი; მაურიციო ზილო – ბრაზილია, 1 მიშლენის ვარსკვლავი, ჯანაინა რუედა – ბრაზილია, მაკსუტ ასკარი – თურქეთი, 1 მიშლენის ვარსკვლავი; ვოლოდიმირ იაროსლავსკი – უკრაინა, Chef’s Table-ის ბრენდ შეფი; ჰრვოიე კროფლინი – ხორვატია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები