მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა პირველი მედლები მოიპოვა

პიზის 2022 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა წარმატებით დაიწყო გამოსვლა.

ირმა ხეცურიანი ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ნახევარფინალში სამხრეთ კორეელი პარასპორტსმენი ჩოო​ ანგარიშით 15:14 დაამარცხა, ფინალში კი იტალიელ პასკუინოს 15:9 მოუგო.

ნინა თიბილაშვილმა​ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში პოლონელ ფრიდრიხს დაძაბულ დაპირისპირებაში 15:14 სძლია და შეჯიბრზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პიზის მსოფლიო თასზე, ხვალ ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი რაპირით იასპარეზებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები