ათონის მთაზე მრავალსაუკუნოვანი წყვეტის შემდეგ მონაზვნად აღკვეცის მსახურება ქართულ ენაზე შედგა

ათონის მთაზე, მრავალსაუკუნოვანი ქართული ბერმონაზვნური ცხოვრების წყვეტის შემდეგ, მონაზვნად აღკვეცის მსახურება ქართულ ენაზე პირველად შედგა.

ათონის მთაზე, სიმონა – პეტრას მონასტრის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის კელიაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, დიდ სქემაში აღიკვეცა სამონაზვნე პროხორე (ბექა კიკაბიძე) და სახელად ეწოდა იოანე.

წყარო: ნოდარ კომახიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები