ქართველი მაყურებელი იონას მეკასის ხუთ ფილმს ნახავს

23 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოს მეჩვიდმეტე საერთაშორისო  კინოფესტივალი და 27-28 სექტემბერს, ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავანგარდული კინორეჟისორის, იონას მეკასის დაბადებიდან ასი წლისთავს აღნიშნავს. ბათუმის ფესტივალზე ასევე ნაჩვენები იქნება უკრაინის ომის დროს დაღუპული ლიეტუველი კინორეჟისორის, მანტას კვედარავიჩიუსის ფილმი, „მარიუპოლისი 2“.

საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით იონას მეკასის ხუთი ფილმი – “მოგზაურობის მოგონებები ლიეტუვაში”, “სალვადორ დალი მუშაობისას”, “ზეფირო ტორნა ან სცენები იურგის მაჩიუნასის ცხოვრებიდან”,  “დაბადების დღის მილოცვა ჯონს” და “სცენები ენდი უორჰოლის ცხოვრებიდან” ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგება.

ეს არის საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მიმდინარე პროექტი, რომელიც ლიეტუვურ სათვისტომოსთან ერთად დაიწყო ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენის დღის აღსანიშნავად და ამ დღეს იონას მეკასისა და მისი მოგზაურობის გასახსენებლად ხელოვნების შემზღუდველი საბჭოთა კავშირიდან ნიუ-იორკში, რასაც მოჰყვა მისი დაბრუნება ლიეტუვაში 20 წლის შემდეგ. ეს ამბავი მოთხრობილია ფილმში “ნიუ-იორკიდან დაბრუნებული” რეჟისორ რამუნე რაკაუსკაიტეს მიერ.

იონას მეკასის დაბადებიდან ასი წლისთავის აღნიშვნის გასაგრძელებლად, ლიეტუვური სათვისტომო ასევე მიწვეული იყო სატელევიზიო დოკუმენტური სერიალის “გატეხილი პიანინოები და სხვა ამბები” პირველი ნაწილის პრეზენტაციაზე და ჩვენებაზე (რეჟისორები: ბერნარდას ანდრიუშისი, არტურას იევდოკიმოვასი, ჯეფრი პერკინსი. ) საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოში, სადაც მოთხრობილია იონას მეკასის ისტორია, იურგისის ცხოვრება და მაჩიუნასისა და ვიტაუტას ლანდსბერგისის შემოქმედებითი ისტორიები.

იონას მეკასი – ლიეტუველი წარმოშობის ხელოვანი, ავანგარდული კინორეჟისორი, კინოკრიტიკოსი, მწერალი და პოეტი დაიბადა 1922 წლის 24 დეკემბერს სემენიშკიაში, სოფელ პაპილისში. გარდაიცვალა 2019 წლის 23 იანვარს ნიუ-იორკში. 1949 წლიდან ცხოვრობდა აშშ-ში. კავშირი ჰქონდა და მუშაობდა შემდეგ პიროვნებებთან: J. Mačiūnas, A. Warhol, J. Lennon, Y. Ono, S. Dali, ჩართული იყო “Fluxus” მოძრაობაში. 1962 წელს დააარსა The Films-Makers’ Cooperative, 1964 – The Filmmakers’ Cinematheque, რომელიც მოგვიანებით გახდა ამერიკული ავანგარდული კინოს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი არქივი. 2022 წელი ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმმა იონას მეკასის წლად გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები