გიორგი ქისტაური სამხრეთ კორეაში ფიზიკის სკოლის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

TSU.MEDIA -ს ინფორმაციით, თსუ-ს დოქტორანტი გიორგი ქისტაური სამხრეთ კორეაში ფიზიკის სკოლის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

გიორგი ელემენტარული ნაწილაკების ექსპერიმენტული ფიზიკის მიმართულების მეხუთე სემესტრის დოქტორანტი და KM3NeT – ექსპერიმენტის ქართულ კვლევითი ჯგუფის წევრია. მისი სადოქტორო თემაა „ატმოსფერული მიონებისა და ნეიტრინოების ნაკადის  შესწავლა KM3net დეტექტორზე“ და სანამ დეტექტორის მშენებლობა დასრულდება და პირველი შედეგები დაიდება, თსუ ასოცირებული პროფესორის, რევაზ შანიძის  ხელმძღვანელობით, აქტიურადაა ჩართული კვლევით სამუშაოებში. სულ ცოტა ხნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ 41-ე საერთაშორისო სიმპოზიუმზე – „ფიზიკა ურთიერთქმედებაში“ (Physics in Collision)  – მან პოსტერიც წარადგინა.

საზაფხულო სკოლა, რომელიც წელს სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანში ჩატარდება, ყოველწლიურია და მას ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი (CERN) უწევს ორგანიზებას. სკოლა თანამედროვე სამეცნიერო კვლევის შედეგებს თითქმის მთელი მსოფლიოს  ახალგაზრდა მეცნიერებს აცნობს. სკოლაში დღის პირველი ნახევარი ეთმობა ლექციებს, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები ატარებენ, ხოლო მეორე ნახევარში სტუდენტები ერთობლივად მუშაობენ მათთვის საინტერესო საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები