ბუდაპეშტში სოფო მაღალაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

2022 წლის 21 სექტემბერს, ბუდაპეშტის ერთ-ერთ ცენტრალურ გალერეაში „Nagyhazi Contemporary Gallery and Auction House“ უნგრეთში მოღვაწე ქართველი ხელოვნის სოფო მაღალაშვილის ნამუშევრების გამოფენის “New World /Selected Works” ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის კულტურის, ხელოვნებისა და აკადემიური წრეების, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები.

გამოფენა ტარდება საქართველოს საელჩოს, გალერეა Nagyhazi Contemporary Gallery and Auction House-ისა და უნგრეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის თამუნა ჯაფარიძის  ერთობლივი ორგანიზებით და ეძღვნება საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს.

სოფო მაღალაშვილის გამოფენას გალერეა 14 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები