ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ბათუმში გაიმართება

5-8 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმში, ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი International Literature Festival Odesa გაიმართება.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან Peter Weiss Foundation for Art and Politics (გერმანია), ქართული ლიტერატურული ინიციატივა და გამომცემლობა წიგნები ბათუმში.

ფესტივალი ხორციელდება Konrad Adenauer Foundation-ის (გერმანია), გერმანიის კულტურისა და მედიის სამინისტროს, Jan Michalski Foundation-ის (შვეიცარია), international literature festival berlin (ilb)-ის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიის, Prohelvetia-ს (შვეიცარია) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები