“საბურთალოს” 10 წლამდე გუნდი ატეიტის თასის გამარჯვებული გახდა

“საბურთალოს” 10 წლამდე გუნდი ბათუმში გამართული ატეიტის თასის გამარჯვებული გახდა.

ფინალში „საბურთალოს“ გუნდმა ბათუმის “დინამო” საბა ღამბაშიძისა და ცოტნე მიქაბერიძის გოლებით დაამარცხა.

საბურთალოელებმა ტურნირის განმავლობაში 28 გოლი გაიტანეს, ხოლო საკუთარ კარში არცერთი მიუღიათ.

ტურნირის საუკეთესო მეკარე სანდრო ჯაბუა გახდა, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელი – ცოტნე მიქაბერიძე

ჩემპიონები გახდნენ: სანდრო ჯაბუა, დათუნა ზაკალაშვილი, დათო ცანავა, ცოტნე მიქაბერიძე, ტატო ლოლუა, ნიკოლოზ შენგელია, ნიკოლოზ ბაგდასარიანი, ნიკოლოზ ხარაიშვილი, ნიკოლოზ ჭიპაშვილი, ნიკოლოზ გოგუაძე, ზუკა ბუხაიძე, დემეტრე ხურციძე, ანდრია კიკნაძე, საბა ღამბაშიძე, დათუნა მეტრეველი, დათი ჭუმბურიძე.

საუკეთესო ფეხბურთელი და გუნდის კაპიტანი ცოტნე მიქაბერიძე: “ჩვენ გუნდს ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს, კარგად მოგვამზადა ტურნირისთვის. ბურთს კარგად ვაკონტროლებდით, დაცვა კარგად თამაშობდა და მეკარეც კარგი გვყავს. გვჯეროდა, რომ გავიმარჯვებდით. ძალიან გახარებულები ვართ. ყველა გვილოცავდა. დავუმეგობრდით სხვა გუნდის წევრებს, განსაკუთრებით „ავაზას“ და „ლოკომოტივის“ მოთამაშეებს, რომლებიც გვგულშემატკივრობდნენ და გულით მოგვილოცეს წარმატება.”

„საბურთალოს აკადემიის“ ხელმძღვანელი, გუნდის მთავარი მწვრთნელი ვოვა მუსერიძე: “ეს ჩვენი გუნდის პირველი გასვლითი ტურნირი იყო და ბავშვები ელოდებოდნენ ამ შეხვედრებს. ჩვენ თბილისში ვართ და ამ ასაკის გუნდებს არ უწევთ რაიონის გუნდებთან თამაში. ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანი და კარგი იყო ამ ტურნირში მონაწილეობა იმიტომ, რომ ძალიან კარი კლუბები მონაწილეობდნენ, ისეთები, როგორიცაა „დინამო თბილისის აკადემია“, „ავაზას“ სკოლა, ბათუმის „დინამო“…

რაც შეეხება ტურნირს – ძალიან კარგი თამაშები ჩატარდა, ძალიან ორგანიზებული იყო და გამოცდილებისთვის კარგი იყო ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის და კიდევ, კარგია ის, რომ გამარჯვებული გუნდი, ანუ ჩვენი გუნდი ატეიტის თასზე ამჯერად ლიეტუვაში, ქალაქ ვილნიუსში გაემგზავრება.

ახლა ვარჯიშს ვაგრძელებთ და საქართველოში რაც ამ ასაკში ჩემპიონატები ჩატარდება იქ მივიღებთ მონაწილეობას, უბრალოდ ერთი წლით უფროსებში ვითამაშებთ(ჩვენ ასაკში არ ვთამაშობთ), ვფიქრობთ, რომ სხვა გუნდებთან შედარებით ცოტა უფრო უკეთესი გუნდი გვყავს და თამაშს რომ აზრი ჰქონდეს, ყველა გუნდთან დიდი ანგარიშით მოგებას ჯობია, რომ რაღაც თამაშები დავთმოთ, წავაგოთ, რომ მერე  სწორი დასკვნები გავაკეთოთ და მომავალში უფრო დიდ წარმატებას მივაღწიოთ.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები