ტაურუსის კასკადიორთა ამერიკელ ოსტატთა „ოსკარზე“ ქართველმა ლაშა მძინარაშვილმა გაიმარჯვა

ისტორიაში პირველად, ტაურუსის კასკადიორთა ამერიკელ ოსტატთა „ოსკარზე“ ქართველმა ლაშა მძინარაშვილმა გაიმარჯვა. ქართველი მოცეკვავე, ტაურუსის დაჯილდოებაზე, საუკეთესო საბრძოლო სცენის კატეგორიაში იყო ნომინირებული

ქორეოგრაფმა ფილმის ,,The King’s Man“ მთავარი საბრძოლო სცენა დადგა და მასში ქართული ცეკვის ელემენტები შეიტანა.

გამარჯვებულმა ქართველმა ლაშა მძინარაშვილმა აუდიტორიას ასე მიმართა:

“საღამო მშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო,

ჩემი ოცნება ახდა!

დღეს ისტორიული დღეა ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის, Sakartvelo – Georgia!

მე ვარ პირველი ქართველი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, რომელიც ჰოლივუდში ამ ჯილდოს ვიღებ.  ბედნიერი ვარ, რომ ამაღამ აქ ვდგავარ თქვენთან ერთად.  ეს იყო გამოწვევებით სავსე მოგზაურობა და აი ჩვენ აქ ვართ ამაღამ!

 მინდა მადლობა გადავუხადო Taurus Award-ის წევრებს ჩემი ნომინაციისთვის, King’s Man-ის მთელ გუნდს , ყოველთვის მხარდაჭერისთვის, ჩემს ძვირფას ოჯახს, ჩემს მეგობრებს.  მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს უსაყვარლეს მეუღლეს, რომელიც უკვე მესამე შვილზეა ორსულად და გუშინ დაბადების დღე ჰქონდა, გვანცა გილოცავ დაბადების დღეს , მიყვარხარ! მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ქვეყანას, საქართველოს პრეზიდენტს და კულტურის სამინისტროს, რომ მხარში მიდგანან მთელი ამ ხნის განმავლობაში და ჩემს ძვირფას მეგობარს ბაჩანა ჭანტურიას, რომელიც ასევე მუშაობდა ჩემთან ერთად ლონდონში და ეს ერთად გავაკეთეთ! ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართული ცეკვის ელემენტები ბრძოლის სცენაზე გამოიყენეს და ასეთი უნიკალური სახით წარმოადგინეს.

სიტყვები ბოლომდე ვერ ამტკიცებს, თუ რამდენად მადლიერი ვარ ახლა.

უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ძვირფას ბატონ ბრედ ალანს, რომელიც ჩვენთან აღარ არის და პატივისცემით მინდა წუთიერი დუმილით გავიხსენო და პატივი მივაგოთ მას… გმადლობთ!”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები