თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა

15 სექტემბერს, ქართული კულტურის ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა.

გამოფენაზე დამთვალიერებლების წინაშე წარმოდგენილი იყო მარიეტა ხაჭაპურიძის მიერ თექისგან დამზადებული სხვადასხვა სახის აქსესუარები, კომპოზიციები და სამოსი. ასევე, სტუმრებმა დაათვალიერეს მიხეილ ვაზაგაშვილის ნატურალური ტყავისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთები და ჩანთები.

„გენერალური საკონსულო მადლობას უხდის მარიეტა ხაჭაპურიძეს და მიხეილ ვაზაგაშვილს ქართული კულტურის ფესტივალში მონაწილეობისათვის. ასევე, მოგიწოდებთ ყველას საკონსულოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისკენ”, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები