ევროპელ ავტორთა გაერთიანებამ – „Kogge“ წლის ავტორის ჯილდო ირმა შიოლაშვილს გადასცა

მწერალთა სახლის ინფორმაციით, ევროპელ ავტორთა გაერთიანებამ – „Kogge“ წლის ავტორის ჯილდო ქართველ პოეტს, ირმა შიოლაშვილს გადასცა.

ევროპელ ავტორთა გაერთიანება 1924 წლიდან არსებობს გერმანიაში და რამდენიმე წელიწადში ერთხელ წლის  ჯილდოს გადასცემს ერთ ევროპელ ავტორს.

ქართველი ავტორის დაჯილდოება წელს 18 სექტემბერს, გერმანიის ქალაქ შტაინში გაიმართება.

პოეტს ფულად ჯილდოს  და სიგელს ქალაქის მერი გადასცემს.

დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ირმა შიოლაშვილის გერმანულენოვანი შემოქმედებითი საღამო გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები