გამოფენა „Italiae. ძმები ალინარებიდან თანამედროვე ფოტოგრაფიის ოსტატებამდე”

19 სექტემბერს ზ. წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში – იტალიის საელჩო საქართველოში ქოლგა თბილისი ფოტოსთან თანამშრომლობით წარმოგიდგენთ გამოფენას „Italiae. ძმები ალინარებიდან თანამედროვე ფოტოგრაფიის ოსტატებამდე”, რომელზედაც წარმოდგენილი პორტრეტებისა და მოგონებების გალერეა საუკუნენახევრიან ისტორიას იტევს – ძმები ალინარების არქივების ფოტოსურათებით დაწყებული და მეოცე საუკუნის დიდი ფოტოგრაფების ნამუშევრებით დამთავრებული.

გამოფენის კურატორები: რიტა სკარტონი და ლუკა კრიშენტი; ორგანიზატორი: იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო. გამოფენა იმართება ალინარების ფოტოგრაფიის ფონდის  ხელშეწყობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები