დმანისში არქეოლოგებმა 1.8 მლნ წლით დათარიღებული ქვის იარაღები და ადრეული ჰომოს ქვედა ყბის კბილი აღმოაჩინეს

დმანისში არქეოლოგებმა 1.8 მლნ წლით დათარიღებული ევრაზიის უძველესი მცხოვრებლების მიერ დამზადებული ქვის იარაღები აღმოაჩინეს.

ოროზმანის აღმოჩენის პრეზენტაცია დღეს სოფელ ქვემო ოროზმანში გაიმართა.  მოხდა ძეგლის დათვალიერება და აღმოჩენილი კბილის წარდგენა პრესისა და ფართო საზოგადოებისთვის.

ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებული ქვის იარაღები და გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები. ადგილზე ჰომო ერექტუსების მიერ დამზადებული ქვის იარაღები და გადაშენებული ცხოველთა ნაშთები იქნა აღმოჩენილი.

2022 წლის არქეოლოგიური კამპანიის დროს ოროზმანის საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში ადრეული ჰომოს ქვედა ყბის კბილი, მე-4-ე პრემოლარი აღმოაჩინა. ოროზმანის აღმოჩენა მსოფლიო მნიშვნელობისაა და აფრიკის ფარგლებს გარეთ, დმანისთან ერთად, მსოფლიოში უძველესი ადამიანის ანუ ადრეული (Homo)-ს უძველესი გავრცელების კერას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები