თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი UNICA-ს წევრი გახდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის დედაქალაქების უნივერსიტეტების ქსელის – UNICA – Network of Universities from the Capitals of Europe წევრი გახდა.

UNICA – Network of Universities from the Capitals of Europe 56 უნივერსიტეტს აერთიანებს ევროპის 41 დედაქალაქიდან.

ქსელის მმართველი საბჭოს მიერ შეფასდა თსუ-ს ინტერნაციონალიზაციის მხრივ მიღწეული შედეგები და საერთაშორისო კვლევითი პროექტები.

ქსელის მიზანია ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის მხარდაჭერა, წევრებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და უნივერსიტეტების მაქსიმალური ხელშეწყობა სწავლების, კვლევისა და ინოვაციების განვითარების თვალსაზრისით.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, UNICA-ს რუკას კიდევ 6 უნივერსიტეტი და ევროპის 4 დედაქალაქი დაემატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები