2 ოქროს, 2 ვერცხლის მედალი და I ადგილი საერთო გუნდურ ჩათვლაში მსოფლიოს პირველობის მესამე ეტაპზე

ნიცაში გამართულ მსოფლიოს პირველობის მესამე  ეტაპზე ქვიშის ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.

ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ) და ნიკა კენჭაძე (80 კგ) ჩემპიონები გახდნენ. დავით ხუციშვილმა (90 კგ) და მამუკა კორძაიამ (+90 კგ) კი მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები