მწერალთა სახლში სამი ვორქშოფი ჩატარდა

მწერალთა სახლში აიოვას საერთაშორისო სამწერლო პროგრამის მენტორების ხელმძღვანელობით სამი ვორქშოფი ჩატარდა:

  • ახალგაზრდა მწერალთა ვორქშოფი (16-25 წლის დამწყები მწერლებისთვის);
  • პოეზიის თარგმანის ვორქშოფი (პოეზიის ინგლისურიდან მთარგმნელებისთვის);
  • მხატვრული წერის ვორქშოფი (ავტორებისთვის ერთი ან მეტი გამოცემული წიგნით).

კრისტოფერ მერილი, ენჯი კრუზი, აიანა მათისი და როზა ალკალა მწერალთა სახლის რეზიდენციაში ცხოვრობენ. მათი ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე საჯარო და დახურული ღონისძიება გაიმართა მწერალთა სახლში, აშშ-ის საელჩოში და თბილისის უნივერსიტეტებში.

მწერლების ბოლო შეხვედრა ღია აუდიტორიასთან 2 ივლისს, სასტუმრო “რუმსში” საღამოს 5 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები