ათენში ქართულიდან ბერძნულ ენაზე მთარგმნელთათვის მთარგმნელობითი სემინარი გაიმართება

2022 წლის 5-9 სექტემბერს, ქალაქ ათენში, მწერალთა სახლის ორგანიზებით, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, გაიმართება მთარგმნელობითი სემინარი ქართულიდან ბერძნულ ენაზე მთარგმნელთათვის.

სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელებს, რომლებიც მხატვრულ ლიტერატურას ქართულიდან ბერძნულად თარგმნიან.

„5 დღის განმავლობაში სემინარის 6 მონაწილეს შესაძლებლობა ექნება ერთობლივად განიხილოს სათარგმნად შერჩეული ტექსტები. მთარგმნელთა ჯგუფი იმუშავებს როგორც ერთად, ასევე ინდივიდუალურად და დისკუსიებს გამართავენ სათარგმნად შერჩეულ ტექსტებთან დაკავშირებით.

სემინარის განმავლობაში მთარგმნელები გაარჩევენ კონკრეტულ პრობლემურ ამონარიდებს სათარგმნად არჩეული ტექსტებიდან და სემინარის ხელმძღვანელთან და თანახელმძღვანელთან ერთად თარგმანთან დაკავშირებულ  სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ. ასევე ისაუბრებენ იმ აქტუალურ პრობლემებზე, რომლებიც ზოგადად მხატვრული თარგმანის შესრულებისას იჩენს ხოლმე თავს“, –  ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სემინარის ხელმძღვანელი: დიმიტრის ცეკურასი, თანახელმძღვანელი: ანინა გოგოხია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები