ფრანგულად გამოცემული კრებული “შიზოგადოება” მალარმეს პრემიის ფინალშია

პაატა შამუგიას ფრანგულად გამოცემული კრებული “შიზოგადოება” მალარმეს პრემიის ფინალშია.

მალარმეს აკადემიის ჟიურიმ, რომელიც 30 წევრისგან შედგება, თარგმანის ნომინაციაში 8 ფინალისტი შეარჩია.

გამარჯვებული ნოემბერში, ბრივის წიგნის ბაზრობაზე გამოვლინდება.

შეგახსენებთ, რომ პაატა შამუგიას “შიზოგადოება” მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ფრანგულად ითარგმნა და გამომცემლობის Éditions La Traductière მიერ გამოიცა.

მთარგმნელი: ბაჩანა ჩაბრაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები