ზუგდიდში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “არტ-კოლხი” დაიწყო

ხელოვნებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრ “ოდიშის” ორგანიზებით, 25 ივნისიდან ზუგდიდში რიგით მეექვსე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “არტ-კოლხი” დაიწყო. ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიება ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე აღლუმით გაიხსნა.

ფესტივალის ბოლო დღეს ანაკლიაში კონცერტი და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ART-კოლხი” 2015 წელს დაფუძნდა. ფესტივალს წლების განმავლობაში სტუმრობდნენ სხვადასხვა ქვეყნები: ლიტვა, უკრაინა, ბულგარეთი, თურქეთი სამხრეთ ამერიკა-კოლუმბია, ბელარუსი, ლატვია, რუმინეთი.

ფესტივალის მიზანია კულტურის სფეროში საერთაშორისო მასშტაბით გამორჩეული ნიჭიერი, შემოქმედი, ადამიანების, კოლექტივების, ანსამბლების გამოვლენა, წარდგენა საზოგადოების წინაშე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები