პირველი მედლები რომის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირიდან

24 ივნისს, რომში დაიწყო მატეო პელიკონეს სახელობის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი. პირველ დღეს  2 წონით კატეგორიაში გათამაშდა მედლები, სადაც სამმა ქართველმა მოჭიდავემ იასპარეზა და სამივემ მედალი მოიპოვა.

გივი მაჭარაშვილი ვერცხლის, ელიზბარ ოდიკაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. გენო პეტრიაშვილმა კი, ქართულ დელეგაციას ოქროს მედალი მოუტანა.

დღეს, ასპარეზობაში დარჩენილი 8 წონითი კატეგორიის მოჭიდავეები ჩაერთვებიან და საქართველოს სახელით შემდეგი სპორტსმენები იასპარეზებენ:

57 კგ – ბექა ბუჯიაშვილი და რობერტ დინგაშვილი

61 კგ – თეიმურაზ ვანიშვილი და გიორგი ღონიაშვილი

65 კგ – ბექა ლომთაძე და თორნიკე ქათამაძე

70 კგ – ზურაბ იაკობიშვილი

74 კგ – ოთარ ბაგაური და დიმიტრი ჯიოევი

79 კგ – ვლადიმერ გამყრელიძე, გიორგი სულავა და ევსემ შველიძე

86 კგ – სანდრო ამინაშვილი, ტარზან მაისურაძე და ზაურ ბერაძე

92 კგ – მირიან მაისურაძე და საბა ჩიხრაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები