„პირველი ქართული ფონოჩანაწერები ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივებიდან“

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წარმოგიდგენთ ეროვნული ბიბლიოთეკის კიდევ ერთ ახალ გამოცემას – „პირველი ქართული ფონოჩანაწერები ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივებიდან“.

წიგნის ავტორ-შემდგენელი ანზორ ერქომაიშვილი, რედაქტორი იოსებ ჭუმბურიძე.

წიგნში შესულია ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის საცავებში დაცული „გრამოფონის“ იმ ფირფიტებისა და საარქივო კარტოთეკათა ნომრები, სიმღერების დასახელება, შემსრულებელთა გვარები და ჩაწერის თარიღები, რომლებზეც ქართული ფონოჩანაწერები იყო შენახული.

პირველი თბილისური ფონოჩანაწერი 1901 წლით თარიღდება.

„ბრიტანულმა კომპანია „გრამოფონმა“, თავის დროზე, უდიდესი საქმე გააკეთა: ფირფიტებზე ჩაწერა მაშინდელ დიდებულ შემსრულებელთა ხმები და ქართული ხალხური სიმღერების ორასწლოვანი ვარიანტები, რომელთა დაკარგვა არა მხოლოდ ჩვენი მუსიკალური ფოლკლორისთვის იქნებოდა აუნაზღაურებელი დანაკლისი“, – წერს ანზორ ერქომაიშვილი გამოცემის წინასიტყვაობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები