თამარ ქავთარაძე ყაზახეთის საბავშვო „ვოისის“ ნახევარფინალშია

ყაზახეთის საბავშვო „ვოისის“ მონაწილე თამარ ქავთარაძე ნახევარფინალშია.

თამარ ქავთარაძე გორში ცხოვრობს, მისი პედაგოგია ნანა სამხარაძე. მას ბევრ მუსიკალურ პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული და ასევე ბევრჯერ აქვს აღებული I ადგილი და გრან-პრი. ამჟამად ამთავრებს გორის სამუსიკო სკოლას ვიოლინოს სპეციალობით. ასევე მღერის გორის გოგონათა გუნდში, რომლის დირიჟორია ნინო წიკლაური.

თამარ ქავთარაძე: „ახლა ვმონაწილეობ ყაზახეთის საბავშვო „ვოისში“. ძალიან კარგი პროდიუსერი ნინო შალამბერიძე დაუკავშირდა ჩემს პედაგოგს და შეატყობინა პროექტის შესახებ და მათ წარმადგინეს „ვოისის“ ბრმა ქასთინგზე, სადაც ვიმღერე ჯენიფერ ჰარსონის სიმღერა. პირველი ნაწილის დამთავრებისთანავე შემომიტრიალდა ოთხივე მენტორი. მე ავირჩიე მომღერალი მარჯან არაკბაევა, გადავედი შემდეგ ეტაპზე და რინგზე ვიმღერე ყაზახური ეროვნული სიმღერა ორ ყაზახ გოგონასთან ერთად. ძალიან განვიცდიდი, რადგან სიმღერა იყო ყაზახურ ენაზე, ბავშვებიც იყვნენ ყაზახები და ჟიურიც, მაგრამ ამის მიუხედავად მენტორმა მე ამირჩია. იმედი მაქვს, რომ „ვოისის“ სცენაზე ქართულ სიმღერასაც ვიმღერებ. ახლა ნახევარფინალში ვარ და სიმღერას ყაზახურ და ინგლისურ ენაზე შევასრულებ. მე და ჩემს პედაგოგ ნანა სამხარაძეს დიდი იმედი გვაქვს, რომ ფინალში მოვხვდები და გავიმარჯვებ კიდეც.“

“როცა დედამ თამარი მომიყვანა სულ პატარა იყო, ალბათ 6 წლის.

ნანა სამხარაძე, თამარ ქავთარაძე

არაჩვეულებრივი მონაცემებით. ბევრი რამ ისწავლა და მუსიკალურადაც გაიზარდა  ძალიან მიზანდასახულია, ბევრ მუსიკალურ პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული და ასევე მიღებული აქვს უმაღლესი ჯილდოები, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. აზერბაიჯანის საბავშვო “ვოისშიც“ მიიღო მონაწილეობა და იქაც ყველა მენტორი შემოატრიალა“- განაცხადა „ქართულ კვირასთან“ საუბრისას თამარის პედაგოგმა, ანსამბლ „აი იას“ ხელმძღვანელმა ნანა სამხარაძემ.

ყაზახეთის „ვოისის“ ნახევარფინალი 2 ივლისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები