Terra Madre Salone del Gusto 2022-ში ქართველი კულინარები მიიღებენ მონაწილეობას

22-26 სექტემბერს, ტურინში Slow Food-ის ყველაზე მასშტაბური კულინარიული ღონისძიება – Terra Madre Salone del Gusto 2022 გაიმართება, სადაც რუსო გოგოლაძის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებულები, ნინი გრძელიშვილი და ნათია ქვარცხავა, კულინარიის აკადემიის ლექტორთან, ზუკა შონიასთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას.

გამარჯვებულები 2 დღით გაემგზავრებიან მილანში და 5 დღით კი ტურინში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ ღინისძიებებსა და ვორქშოფებში.

  • ნინიმ და ნათიამ შემდეგი კერძებით მოიპოვეს გამარჯვება:
  • მისი აღმატებულება ჭინჭარი – ჭინჭრის კრემი, მწვანე აჯიკა, მჭადის კლდე, გუდის ყველი
  • უი, წიწილა – სოფლის წიწილა, ცერცვის პიურე, მობრაწული სიმინდი და ტყის მარწყვის სოუსი
  • კვლავ ტკბილი – ტყის მოცვისა და მწვანე ჩაის ყლორტების ნაყინი, აჭარული ჰალვისა და ქართული ვერმუტის ნუგბარი

📸 გიორგი ჯოხაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები