თბილისი 25-ე საიუბილეო ჯაზფესტივალს მასპინძლობს

თბილისი 25-ე საიუბილეო ჯაზფესტივალს მასპინძლობს, რომლის ფარგლებში საქართველოს მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები ეწვევიან.

7 ივლისსკონცერტს გამართავს 5 გრემის მფლობელი, მსოფლიო ხელოვნების ეროვნული ფონდის მიერ ჯაზის ოსტატად წოდებული, ჯაზის საუკეთესო შემსრულებელი აშშ უმაღლესი ჯილდოს მფლობელი.დაიანა რივსი ბენდთან ერთად: ჯონ ბისლი, რომერო ლუბამბო, იტაიგურა ბრენდაო და ტერეონ გული.

დაიანა რივსი მსოფლიოში ჯაზის უბადლო შემსრულებელია. ვოკალისტი გამოირჩევა განსაცვიფრებელი იმპროვიზაციული ოსტატობით, ჯაზისა და R&B სტილის ვირტუოზული შესრულებით.  დაიანამ გრემი, როგორც ჯაზის საუკეთესო შემსრულებელმა მიიღო, ასევე ჯორჯ კლუნის ოსკაროსანი ფილმის Good Night @ Good Luck, რივსმა საუკეთესო ჯაზ ვოკალური შესრულებისთვის გრემი ფილმის საუნდტრეკისთვის მიიღო.

რივსმა ჩაწერა Wynton Marsalis-თან და Lincoln Center Jazz Orchestra-თან ერთად. მან ასევე ჩაწერა ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დანიელ ბარენბოიმის დირიჟორობით და იყო გამორჩეული სოლისტი სერ საიმონ რატლთან და ბერლინის ფილარმონიასთან. ლოს-ანჯელესის ფილარმონიისთვის რივსი იყო ჯაზის პირველი კრეატიული შემსრულებელი და პირველი ვოკალისტი, ვინც უოლტ დისნეის ცნობილ საკონცერტო დარბაზში გამოვიდა.

რივსის უახლესი Beautiful Life, რომელშიც მონაწილეობენ გრეგორი პორტერი, რობერტ გლასპერი, ლალა ჰეთევეი და ესპერანსა სპალდინგი, პროდიუსერი ტერი ლინ ქერინგტონი, 2015 წლის გრემის ჯილდო მიიღო. საუკეთესო ჯაზ ვოკალური შესრულებისთვის. რივსი ბერკლის მუსიკალური კოლეჯის საპატიო დოქტორია.

8 ივლისს სცენა დაეთმობა „ქროსქურენთს ტრიოს“- დეივ ჰოლანდის, ქრის პოტერის და ზაქირ ჰუსეინის შემადგენლობით, რომლებიც მისტიურ პროექტს შემოგვთავაზებენ.

ეროვნული საგანძური – ასე უწოდებენ ინდოეთში კლასიკური ტაბლას ვირტუოზს ზაქირ ჰუსეინს, რომელმაც თავისი ბრწყინვალე და მომაჯადოებელი შესრულებით დიდი პოპულარობა მოიპოვა ჯაზის საოცარ სამყაროში.

ჯაზი პირველად ინდოეთში 1930-40-იანი წლების ჰოლივუდის მიუზიკლებით შევიდა  და სწრაფად მოახდინა გავლენა ამ ქვეყნის მზარდი კინოინდუსტრიის მუსიკაზე. ჯაზის იმპროვიზაციული ბუნება ნაცნობია ინდოელი კომპოზიტორებისა და მუსიკოსებისთვის.   რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, როცა დასავლეთი ინდური კლასიკური მუსიკის შთაგონებით ტკბებოდა, ჯაზმა თავისი გავლენა მოახდინა ინდურ მუსიკაზე.

ქართველ მსმენელს 2004 წელს ჰქონდა შესაძლებლობა მოესმინა მისტიური პროექტისთვის Shakti, რომელიც  ზაქირ ჰუსეინმა და ჯონ მაკლაფლინმა წარმოადგინეს.

9 ივლისს კონცერტს ჯაზის ლეგენდა ვიჯეი აიერი ბასისტ ლინდა მეი ჰან ოუსთან და დრამერ თიშოუნ სორეისთან ერთად გამართავს.

აი რას წერს  მსოფლიო პრესა ვიჯეი აიერის ტრიოს შესახებ (2021):

Mannheimer Morgen – „საქმე ეხება საფორტეპიანო ტრიოების ახალ სტანდარტს“

FAZ – „ვიჯეი აიერის ტრიო ეს არის მუსიკის ჯადოსნური შესრულება“

The Blue Moment – “მათი ხელოვნების მწვერვალი”

Tagesspiegel -„არაფერი, გარდა შთაბეჭდილებისა“

The New York Times – „სოციალური სინდისის მქონე, მულტიმედიურად განვითარებული, ახალი სისტემის შემქმნელი, ისტორიულად მოაზროვნე და მულტიკულტურული კარიბჭე“.

Pitchfork -“მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იმაში, რასაც აკეთებს”

Los Angeles Weekly – “უსაზღვრო და ღრმად მნიშვნელოვანი ახალგაზრდა ვარსკვლავი”

მინესოტას საჯარო რადიო კი მათ “ამერიკულ საგანძურს” უწოდებს.

აიერის მუსიკალური ენა ეფუძნება სამხრეთ აზიისა და დასავლეთ აფრიკის რიტმულ ტრადიციებს, 60-70-იანი წლების აფროამერიკული შემოქმედებითი მუსიკასა და კომპოზიტორ-პიანისტების შტოს დიუკ ელინგტონიდან და თელონიუს მონკიდან დაწყებული ალის კოლტრეინამდე და გერი ალენამდე.

წლევანდელი საიუბილეო ჯაზფესტივალის მასპინძელია „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“.

ფესტივალის დღეებში, სტუმრებს საშუალება ექნებათ, სასტუმროს სივრცეში, დაათვალიერონ ახალგაზრდა ფოტოხელოვანი თეიოს გამოფენა და დაესწრონ სხვადასხვა კინოჩვენებებს. ასევე სამი დღის განმავლობაში, კომპანია „აუდიო ლაბი“ მოაწყობს ვინილების გამოფენა-გაყიდვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები