ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები 4 სპორტსმენითაა წარდგენილი

საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ახალგაზრდული ნაკრები სერბეთში, ქალაქ ბელგრადში ჩავიდა, სადაც 23-26 ივნისს, 18 და 23- წლამდე ევროპის ჩემპიონატი გაიმართება,

ჩვენი ნაკრები წარდგენილია 4 სპორტსმენით.

შესარჩევი გაცურვების განრიგი კი ასეთია:

ალექსანდრე წივწივაძე, კანოე 1000მ, 23/06 10:50

ლიდია სულაბერიძე, კანოე 200მ, 24/06 17:40

ალექსანდრე წივწივაძე, 200მ, 24/06 17:50

გია გაბედავა, კანოე 200მ, 24/06 18:00

ჯუმბერ ჩხუტიაშვილი, კაიაკი 200მ, 24/06 19:05

დღეს ალექსანდრე წივწივაძემ შესარჩევ გაცურვას იოლად გაართვა თავი და მეორე ადგილით ფინალში გადავიდა.

ფინალი 25 ივნისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები