წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩი მოიგო

წყალბურთელთა საქართველოს ნაკრები, ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს. ჩვენი სპორტსმენების პირველი მეტოქე ბრაზილიის ეროვნული გუნდი იყო და მათ ისტორიულ გამარჯვებას მოიპოვეს – ბრაზილიის გუნდი 14:10 დაამარცხეს.

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთი გახლავთ:  ირაკლი რაზმაძე, სანდრო ადეიშვილი, ვალიკო დადვანი, ნიკა შუშიაშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, ხვიჩა ჯახაია, ივან სარიჩი, რევაზ იმნაიშვილი (კაპიტანი),  ბორის ვაპენსკიფაბიო ბარალდი, დუშან ვასიჩი, ნიკოლოზ შუბლაძე.

ჩვენი ნაკრები მომდევნო თამაშს 23 ივნისს მონტენეგროსთან გამართავს, ხოლო  25 ივნისს უნგრეთის ნაკრებს შეხვდება.

მსოფლიო ჩემპიონატს უნგრეთის დედაქალაქი, ბუდაპეშტი მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები