წმინდა პეტრეს და პავლეს ტაძარში თამარ და ნათია ბერაიების საფორტეპიანო კონცერტი გაიმართა

18 ივნისს, შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში, წმინდა პეტრეს და პავლეს ტაძარში, გაიმართა ქართველი პიანისტების თამარ და ნათია ბერაიების საფორტეპიანო კონცერტი, რომელიც მიეძღვნა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს.

კონცერტის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში და წმ. პეტრეს და პავლეს ტაძარი ბერნში.

„დები ბერაიების დუეტი გამოირჩევა შესრულების შესანიშნავი მანერითა და ღრმა მუსიკალურობით, რამაც კონცერტზე მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია.

კონცერტზე წარმოდგენილ იქნა შუბერტის, ფალიაშვილის, დავითაშვილის, დვორჟაკის, ყანჩელისა და ბრამსის ნაწარმოებები. ასევე გაჟღერებულ იქნა ქართული სიმღერა „სულიკო““, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები