საქართველოს მწერალთა სახლში ჯუნიჩირო ტანიძაკის რომანის „ნაზი თოვა“ (სასამეიუკი) პრეზენტაცია გაიმართება

30 ივნისს, 15:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში  გაიმართება ჯუნიჩირო ტანიძაკის რომანის „ნაზი თოვა“ (სასამეიუკი) პრეზენტაცია.

რომანი ოსაკის ძველი გვარის, მაკიოკას შთამომავლების ოთხ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, დის ცხოვრებაზე, მათ განცდებზე, ფიქრებსა და შიშებზე მოგვითხრობს.

წიგნი იაპონურიდან თარგმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იაპონური ენის ლექტორმა, ქალბატონმა თათია მემარნიშვილმა.

წიგნის პრეზენტაციაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები