ბერლინში გერმანულ ენაზე გამოცემული წიგნის „პეტრე ოცხელი“ პრეზენტაცია გაიმართა

ბერლინში ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით გამომცემლობის ciconia ciconia მიერ გერმანულ ენაზე გამოცემული წიგნის „პეტრე ოცხელი“ პრეზენტაცია გაიმართა.

სპეციალურად ამ გამოცემისთვის ტექსტებზე თანამედროვე ქართველმა მწერალმა კოტე ჯანდიერმა იმუშავა, წინასიტყვაობა კი გიორგი კალანდიას, ვლადიმირ ველმინსკის და ვადიმ ზახაროვს ეკუთვნით. წიგნში შესულია 100-ზე მეტი ილუსტრაცია და სხვადასხვა დოკუმენტური მასალა.

ღონისძიება ევროპული კულტურების მუზეუმში გამომცემლობისა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა. პრეზენტაციას პეტრე ოცხელის შთამომავალი სალომე ოცხელი დაესწრო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები