იმერეთში საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2022“ მიმდინარეობს

რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2022“ გაიხსნა. ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში ფესტივალის ფარგლებში პირველი წარმოდგენა ზესტაფონის, უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრმა გამართა.

წელს ფესტივალზე რეგიონის თეატრალური დასების მიერ წარმოდგენილი განსხვავებული ჟანრისა და შინაარსის სპექტაკლების გარდა, მაყურებელი ნახავს ყაზახეთის თეატრისა და თბილისის ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენებს.

ფესტივალის ფარგლებში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იქნება 17 სპექტაკლი. მაყურებელს საშუალება ეძლევა 1 ივლისის ჩათვლით მისთვის სასურველ წარმოდგენას დაესწროს.

სპექტაკლებს შეაფასებს პროფესიული ჟიური და ფესტივალის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

ფესტივალის დახურვა ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში 1 ივლისს გაიმართება.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები