ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულდა  ევროპის ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 17-წლამდელებს შორის.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ვერცხლის მედლის მფლობელები   ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (45 კგ) და  გოგა ოთინაშვილი (65)  გახდნენ. ბრინჯაოს მედლები კი,  საბა ღამბაშიძემ(55 კგ),  ნიკოლოზ მაისურაძემ (71), სანდრო ყურაშვილმა (80 კგ) და  ნიკა ფანცულაიამ (92) დაისაკუთრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები