ქართული ანიმაციის სტენდი ანსის საერთაშორისო კინოფესტივალზე

ეროვნული კინოცენტრი, პროგრამა  “გადაიღე საქართველოში” და ანიმატორთა ასოციაცია “საქანიმა“ ანსის საერთაშორისო კინოფესტივალის ანიმაციური ფილმების ბაზრობაზე MIFA 2022  საქართველოს სტენდს წარადგენენ.

საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იქნება ქართული ანიმაციის კატალოგი და ვიდეო კლიპი, რომელიც “საქანიმა”-ს წევრი ანიმატორების პროექტების ვიზუალური მასალით CAUCASIAN FILM SERVICE-მა შექმნა.

„სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების პროექტების კონკურში მონაწილეობას იღებს პროექტი “იგი“, რეჟისორი ნათია ნიკოლაშვილი (საქართველო, ჩეხეთი), ხოლო მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროექტების სექციის Animation du Munde მონაწილეა პროექტი “შოკოლადი“, რეჟისორი მედეა შირაქაძე (საქართველო, ეკვადორი).

ანსიში ასევე გაემგზავრებიან ანიმაციური პროექტის განვითარების მეშვიდე ვორქშოპის, „ანსი-საქართველო“-ს გამარჯვებული ანა მარკოზაშვილი და ვორქშოპის მონაწილე ნინა ჩუბინიშვილი. ქართველი ანიმატორები გამართავენ შეხვედრებს უცხოელ კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ქართული პროექტების გარდა, ანსის კინოფესტივალი უმასპინძლებს ქართული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის – “ფრენცის სასადილოს” ჩვენებას, რომელიც ფესტივალის მთავარ კონკურსშია წარმოდგენილი. ფილმის რეჟისორია ანა ჩუბინიძე. “ფრენცის სასადილო” შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით“- ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანსის საერთაშორისო კინოფესტივალის ანიმაციური ფილმების ბაზრობა MIFA 2022 13-17 ივნისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები